შინაგან საქმეთა სამინისტრო აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ 6 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან მე-4 სართულზე ჩავარდა. „თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ "მოზაიკაში" მიმდინარეობდა კონცერტი, რა დროსაც ფოიეში მყოფი 6 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან ჩავარდა მე-4 სართულზე. ბავშვი გადაყვანილია საავადმყოფოში, მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება 124 მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.