შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გრიგოლ აბრალავაა. გავრცელებული ინფორმაციით, აბრალავა უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა.გრიგოლ აბრალავა ბოლო წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ "საჯარო აუდიტის ინსტიტუტის" თანამშრომელი იყო. როგორც პალიტრანიუსს აუდიტის სამსახურში განუცხადეს, აბრალავამ იანვრის ბოლოს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა, "იქამდე კი შვებულება აიღო".