20:26
21 ნოემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შსს 270 თეთრი ავტომობილის შეძენას გეგმავს
17-10-2019

შინაგან საქმეთა სამინისტრო 270 ავტომობილის შეძენას გეგმავს, რისთვისაც ჯამურად 19 მილიონ 674 ათას 750 ლარია გამოყოფილი. შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერები უკვე გამოცხადებულია. აღნიშნული თანხიდან 9 485 280 ლარად იგეგმება 120 ერთეული ოპერატიული დანიშნულების სპეციალიზირებული ტიპის ავტომანქანის შეძენა. მოთხოვნებში მითითებულია, რომ 120-ვე მანქანა უნდა იყოს თეთრი ფერის.

გარდა ამისა, შსს გეგმავს ოპერატიული დანიშნულების 30 ჰეჩბეკის ტიპის სატრანსპორტო საშუალების შეძენას, 15 ავტომატური გადაცემათა კოლოფით და 15 მექანიკური გადაცემათა კოლოფით. როგორც პიკაპების შემთხვევაში, აღნიშნული 30 ავტომობილი უნდა იყოს თეთრი ფერის. 30 ერთეული ჰეჩბეკის შესაძენად გამოყოფილია 1 771 470 ლარი.

18 ოქტომბერს დასრულდება გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერი, რომლის საწყისი ღირებულება 8 418 000 ლარია. აღნიშნული თანხითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო 120 ოპერატიული დანიშნულების სატრანსპორტო საშუალების შეძენას გეგმავს. ამასთან მოთხოვნის შემთხვევაში, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დასტიკერებაც.

AutoPlay
ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა
გამოქვეყნდა 17 წუთის წინ
დაკავების კადრები: "ქართული ოცნების" ოფისთან აქციაზე მოძრაობა "შეცვალეს" 4 წევრი დააკავეს
გამოქვეყნდა 19 წუთის წინ
მოძრაობა "ლელოს" წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს
გამოქვეყნდა 20 წუთის წინ
ავსტრალიაში ძლიერი ხანძრის გამო სიდნეი კვამლით დაიფარა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
"ქართული ოცნების" ოფისთან პოლიციამ მოძრაობა "შეცვალეს" სამი წევრი დააკვა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებების შესახებ კანონპროექტი მიიღო
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები