შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მხოლოდ ციფრებზე დაკვირვებით, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით რეგისტრირებული დანაშაული გაზრდილია, ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს 58 412 დანაშაულის იყო რეგისტირებული, საიდანაც გაიხსნა 20233, მაშინ როცა, 2017 წელს 37 944 ფაქტზე დაიწყო გამოძიება (გაიხსნა 20 200). მეზვრიშვილის განმარტებით ზრდა დიდწილად განპირობებულია დათვლის მეთდიკის დახვეწით გარდა ამისა დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში ზრდა გამოწვეულია ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, პოლიციისადმი გაზრდილი ნდობით და შესაბამისად, გაზრდილი მომართვიანობით.