19:01
4 ივნისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
შს სამინისტრო თანამშრომლებისთვის 3 მლნ ლარის ღირებულების სპეცეკიპირების შეძენას გეგმავს
07-04-2020

შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლებისთვის 3 მილიონი ლარის ღირებულების სპეცეკიპირების შეძენას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოაცხადა. წინადადების განხილვის ბოლო ვადა 8 აპრილია.

კერძოდ, უწყება გეგმავს, სხვადასხვა სამედიცინო საშუალებების შესყიდვას. მათ შორის: პირბადეების, კომბინიზონების, დამცავი სათვალეების, თერმომეტრებისა და ა.შ.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, იქიდან გამომდინარე, რომ შესყიდვა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად არსებული საჭიროებების მიხედვით, რაოდენობის გაანგარიშება შეუძლებელია, თუმცა, დაგეგმილია რომ გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტი არ იქნება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები