"დარწმუნებული ვარ, რომ მივალთ პირველწყარომდე" - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.როგორც გახარიამ განმარტა, კიბერდანაშაული რთულად გამოსაძიებელია, რის გამოც, ისინი დახმარებისთვის პარტნიორებს მიმართავენ.მინისტრის განმარტებით, საგამოძიებო უწყება კომპრომისებს არ დაუშვებს და განსხვავებული მიდგომა არ ექნება ფარული ვიდეოჩანაწერის გამავრცელებლებსა და პირველწყაროს მიმართ