შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით, შს მინისტრის 2 მოადგილის საშტატო ერთეული გაუქმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში აღნიშნულ ცვლილებას მხარი მთავრობამ, მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომაზე დაუჭირა და ის ძალაში დღეიდან შევიდა.