შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გუშინ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის 21 თანამშრომელი სამინისტროს მედლით - "მამაცობისთვის", ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს 4 თანამშრომელი სამინისტროს მედალიონით -"განსაკუთრებული დამსახურებისთვის" დაჯილდოვდა.გიორგი მღებრიშვილმა ერთ-ერთი მესაზღვრის, პოლიციის პოლკოვნიკის როინ კვიწინაშვილის ვაჟს დაბადების დღე მიულოცა, რომელიც გუშინ 7 წლის გახდა.