შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, პირი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, რუსეთში გადასვლას ითხოვდა - Palitra News

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, პირი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, რუსეთში გადასვლას ითხოვდა

2021-01-16 14:40:34+04:00

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, პირი, რომელსაც კასპში მძევლები ჰყავდა აყვანილი, რუსეთში გადასვლას ითხოვდა.

როგორც ბორცვაძემ განმარტა, ის აღელვებული და მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.