"მას შემდეგ რაც გავეცნობით სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილს, ჩატარდება აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილში არსებული გარემოებების ირგვლივ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და აუცილებლად ვიმსჯელებთ შესაძლო სხვა პირთა თანამონაწილეობაზე",- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილე ამ ეტაპზე კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.