გოდერძი თევზაძე აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მისი მიმალვის საფუძველი არც შსს-ს და არც პროკურატურას არ გააჩნდა, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან სტურუას საქმეზე კომენტირებისას განუცხადა.როგორც შალვა ხუციშვილმა განაცხადა, საქმე უკვე გადაეცა ძიებისთვის პროკურატურას და შს სამინისტრო საქმეზე არანაირ ზემოქმედებას არ ახდენს.