ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა მედიას განუცხადა, რითაც პოლიციის განყოფილებაში მოზარდის მიმართ შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
ნინო ცაციაშვილის თქმით, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი ექნება გაცემული. მისივე ინფორმაციით იმ კითხვებს, რაც დღეს არსებობს საზოგადოებაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
შსს-მ გამოძიების მასალები აპარატს უკვე მიაწოდა.