"ჩვენ ვაკავებთ ყველა ადამიანს განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა" - აცხადებს შს მინისტრის მოადგილე, რითაც კახეთში პრეზიდენტის ინაუგგურაციის დღის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ნათია მეზვრიშვილი განმარტავს რომ ამ თემების ირგვლივ, სამინისტროს მიკერძოებულობაზე საუბარი ზედმეტია. ველისციხესა და გურჯაანში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. უწყების მაღალჩინოსანი ხაზგასმით ამბობს რომ დაისჯება ყველა პირი ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება. შსს დაკავებულთა წრის გაფართოვდებასაც არ გამორიცხავს