ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, შესაძლოა საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბროცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდა და ყველა შესაძლო ვერსიაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ბორცვაძის ინფორმაციით, ამ დრომდე საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა.