შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში სროლის ფაქტზე ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით 2 პირი: დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ფაქტს არჩევნებს უკავშირებენ და სროლა მათი დაშეინების მცდელობად შეაფასეს.
კომენტარი აღნიშნულ ინციდენტზე შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. გიორგი გახარიას განცხადებით იარაღი რომლიდანაც გასროლა განხორციელდა საბრძოლო არ იყო.