შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განმარტებით ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციას ძალადობა არ განუხორციელებია. როგორც გომელაური აცხადებს, ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. მინისტრი ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ პოლიციელებს უფლებამოსილებისთვის არ გადაუმეტებიათ.