შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის ჯამში, მთელი საქართველოს მასშტაბით 17 მოქალაქე დაჯარიმდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დარღვევისთვის, მისი ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში დაჯარიმებულია 350-მდე მოქალაქე და 15-მდე იურიდიული პირი.
ამასთან, გომელაურის თქმით, მას თავადაც უკვირს ე.წ. კომენდანტის საათის დამრღვევთა სიმცირე.