შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში იაპონიის ელჩთან აკირა იმამურასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელშეწყობით, მხარეთა შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს.