თბილისში მიმდინარე კიბერუსაფრთხოების ფორუმის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა მინისტრმა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა რომელიც ქვეყანას კიბერუსაფრთხოების კუთხით აქვს.
მინისტრის თქმით, ხელისუფლებას სურს ქვეყანა კიბერუსაფრთხოების კუთხით ხვალ უფრო ძლიერი იყოს და ჯაშუშებმა ინფორმაციის გატანა სახელმწიფო უწყებებიდან ვეღარ მოახერხონ. მისი თქმით, კიბერუსაფრთხოების მიმართულება ერთ-ერთ მოწყვლადი სფეროა მსოფლიოში და ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც საქართველოა. თუმცა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიდის ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან.
შეეგახსენებთ, თბილისში საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი გაიმართა. კიბერუსაფრთხოების ფორუმის ძირითადი მიზანი ეროვნული კიბერუსაფრთხოების გარემოს წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავებაა.