გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მივიდა. მინისტრი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ოჯახი რამდენიმე თვის წინ იყო გაფრთხილებული, რომ არ დაეერთებინათ გამათბობელი და ჩაუჭრეს კიდეც. ამათან მინისტრმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა დასრულდება, გამოძიება დაადგენს, მომხდართან დაკავშირებით ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება.