დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე გუშინ გვქონდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბოჯომში განუცხადა. მისი ინფორმაციით, ქარი ჩამდგარია, რაც ეფექტურად მუშაობის საშუალებას იძლევა. რაც შეეხება იმას, თუ რისგან შეიძლებოდა გაჩენილიყო ხანძარი, შს მინისტრის განცხადებით, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია. კითხვა, განიხილება თუ არა დივერსიის ვერსია, მღებრიშვილის თქმით, ის როგორც პოლიციელი არაფერს გამორიცხავს.
იხილეთ: ასე გამოიყურება ახლა ბორჯომის ხეობა - უახლესი კადრები
მსოფლიოში ყველაზე დიდი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26 საქართველოში უახლოეს საათებში ჩამოფრინდება