შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ცხადებს, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლითაც არ დაირღვევა კანონი არც ხელისუფლების და არც ეკლესიის მხრიდან. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ისინი თანამშრომლობენ საპატრიარქოსთან და მათთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას.
ამასთან გომელაური აღნიშნავს, რომ ტაძარში მისული მრევლი კანონს ყველაზე კარგად იცავს.