შს მინისტრი ამბობს, სანამ „თიბისი“ მოგვწერდა, მანამდე ვიცოდითო რუსთაველზე ჰაკერების ბუდე რომ იყოო. მერე ვერ გამოხვედი ორთაჭალიდან რუსთაველამდე, ვერ გამოაღწიე როგორღაც?!,-ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სამოქალაქო მოძრობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.„რას ჰგავს პარლამენტი. ან ბესელია ზარდიაშვილს ვუყურებთ, ან კობახიძე რაღაცა კატასტროფებს რომ იძახის, ყოველ ჯერზე მგონია, რომ ფსკერზე არის ჩასული, მაგრამ კიდევ იმის ქვემოთ, ფსკერზე ჩადის. ან მინისტრები მიდიან და რაღაცეებს ბოდიალობენ.ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ტყემალზეა, განათლების მინისტრი, რომელიც რას ლაპარაკობს, საერთოდ არ იცის და შს მინისტრი მიდის და ამბობს, სანამ "თიბისი" მოგვწერდა ,მანამდე ვიცოდითო რუსთაველზე ჰაკერების ბუდე რომ იყოო. მერე ვერ გამოხვედი ორთაჭალიდან რუსთაველამდე, ვერ გამოაღწიე როგორღაც?! თქვენ სანამ არ ატაკეთ თითი თვალში, იქამდე არ თქვეს“-, განაცხადა ალეკო ელისაშვილმაშეგახსენებთ, სწორედ „პალიტრანიუსმა“ გაავრცელა პირველად ინფორმაცია, რომ „თიბისი ბანკზე“ ჰაკერული შეტევა, სავარაუდოდ, რუსთაველის #12-იდან განხორციელდა.