შრომითი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, 1-ლი ივლისიდან მუნიციპალიტეტები, შესაბამის უწყებებთან ერთად, ინტენსიურ მონიტორინგს იწყებენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, თუმცა, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვა კვლავ პრობლემად რჩება. სწორედ ამან გააჩინა მშენებლობებზე ინტენსიური მონიტორინგის საჭიროება.