ჯანდაცვის სამინისტრო შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, შრომითი ინსპექციის უფლებამოსილების გაზრდაზე ახალი მოწვევის პარლამენტი იმსჯელებს. ქვეყანაში ქმედითუნარიანი შრომითი ინსპექციის შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებენ პროფკავშირებში. გოჩა ალექსანდრიას განცხადებით, უწყებას მოულოდნელი ინსპექტირების განხორციელებისა და სანქციების დაწესების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. შრომის ევროპული სტანდარტების დამკვიდრების კუთხით, ჯანდაცვის სამინისტრო დამსაქმებელთა ასოციაციასთან, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დიალოგს აგრძელებს.