05:27
27 თებერვალი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
შრომითი უფლებები საქართველოში
23-09-2016

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შრომითი ინსპექციის მუშაობასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. ისინი ინსპექტორებისთვის უფლებამოსილების გაფართოების საჭიროებაზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ დღეს ქვეყანაში შრომითი უფლებები მნიშვნელოვნად ირღვევა.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტმა უკვე დაასრულა მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც ინსპექტირებას სავალდებულოს გახდის.

მიმდინარე წლის ბოლომდე, აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს. ბიუჯეტიდან შრომის ინსპექციის დეპარტამენტისთვის 2015 წელს 4 მილიონი ლარი, 2016 წელს კი 4 მილიონ 25 ათასი ლარი გამოიყო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები