ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექციამ 2900-მდე სასტუმრო შეამოწმა, საიდანაც მუშაობის ნებართვა მისცა 1461-ს. მისივე თქმით, უწყებამ 300-მდე ფიტნეს დარბაზის მონიტორინგი განახორციელა და მუშაობის უფლება გასცა 166-ზე. რაც შეეხება საცურაო აუზებს, ფერაძის ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ შემოწმებული 140 ღია და დახურული ტიპის აუზიდან მუშაობის ნებართვა მიანიჭა 93-ს.