შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2017 წელს 279 ობიექტი შეამოწმა და 2719 რეკომენდაცია გასცა. ამასთან, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ 2017 წელს შემოწმდა 160 კომპანიის 279 ობიექტი, ხოლო 2018 წელს - 14 ობიექტი.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე ხშირია შემდეგი სახის დარღვევები - საწარმოო ტრავმებისა და უბედური შემთხვევების აღურიცხაობა; პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებების არ არსებობა; მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა; ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა; სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობა; ამორტიზირებული და გაუმართავი სამუშაო აღჭურვილობა; სიმაღლეზე მუშაობის წესების დარღვევა და სხვა.