შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში, მესამე საჯარო შეხვედრა გაიმარა. შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რეფორმის ინიციატორმა, ბიზნესსექტორმა და პროფკავშირებმა ერთობლივად იმსჯელეს. შეხვედრაზე მხარეებმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის საკითხებთან დაკავშირებული მექანიზმები განიხილეს. რეფორმის ინიციატორის, დეპუტად დიმტრი ცქიტიშვილის განმარტებით, კანონის ერთი ნაწილი სტანდარტებს და უფლებების საკითხს ასახავს, მეორე ნაწილი კი დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის შესაძლო კონფლიქტის აღმოსაფხვრელად კონსულტაციების გამართვას ითვალისწინებსშრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას ბიზნესომბუდსმენიც ესწრებოდა. ირაკლი ლექვინაძეს, სამუშაო და ზეგანაკვეთური დროის ნორმირებასთან, შრომის ხელშეკრულების ვადებთან და მის შეწყვეტასთან დაკავშირებით, შენიშვნები აქვს. კერძოდ, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილელები ბიზნესსექტორზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს და ბიზნესს მძიმე ტვირთად დააწვებაშეგახსენებთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართვველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტა, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია არსებული შრომის კოდექსის გაუმჯობესობა და დახვეწა.