შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხი კლუბი დახურა. როგორც „პალიტრანიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოთხი ობიექტი - „სოჰო” , „სექტორი 26“ კლუბი „კონტე“ და UP2U მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.
„მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ობიექტებს შეუჩერდეს საქმიანობის უფლება. ამასთანავე დარღვევების დაფიქსირების გამო თითოეული ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით “, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.