შრომის ინსპექცია პანაცეა არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ტყიბულის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე განაცხადა. აკაკი ზოიძემ თანაგრძნობა და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სავალდებულო დაზღვევის შემოტანა ჯანმრთელობისთვის საშიში საწარმოების თუ ორგანიზაციების შემთხვევაში.