"შრომის ინსპექცია დარეგისტრირდება სსიპ-ად, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ რეგიონებში ჩვენი წარმომადგენლობა გავაძლიეროთ", - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ, შრომის მომავალთან დაკავშირებული ღონისძიების დაწყებამდე განაცხადა. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ შრომის ინსპექციაში ხარვეზებია, რადგან ეს მექანიზმი ჯერ კიდევ ახალი შექმნილია.