23:07
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
შრომის ინსპექტორები ორგანიზაციებში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევლენ
02-08-2018

შრომის ინსპექტორებს ორგანიზაციაში წინასწარი გაფრილების გარეშე შესვლის უფლება მიენიჭათ. პირველ ეტაპზე კანონის მოქმედება მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება. შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ორგანიზაციას გაფრთხილების, სანქცირებისა და სამუშაო პროცესის შეჩერების მექანიზმებს ითვალისწინებს.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შრომის ინსპექცია შესაძლოა სსიპ-ად გარდაიქმნას. თუმცა, აკაკი ზოიძის განმარტებით, ეს დამატებით ბიუროკრატიულ ხარჯებთან დაკავშირებული არ იქნება.

2019 წლიდან შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ეკონომიკის ყველა სექტორზე გავრცელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დამსაქმებელთა ბიზნეს ასოციაციას შენიშვნები აქვს. ასოციაციის განმარტებითვე, კომპანიების ნაწილს უსაფრთხოების სისტემები დანერგილი არ აქვს

შრომის უსფრთხოების შესახებ კანონი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფას, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებასა და დამსაქმებლის ხარჯით უბედური შემთხვევის დაზღვევის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები