შრომის დეპარტამენტის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე დღეს შეხვედრას გამართავს ბაზრებისა და მსხვილი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან.
როგორც ბექა ფერაძე აცხადებს, ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა წარედგინოთ ახალი პლატფორმა, რომელზეც ბაზრებისა და მოლების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, დაარეგისტრირონ თავიანთი თანამშრომლები, რომელთა პერიოდული ტესტირებაც უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ორკვირიანი შუალედებით.
კონკრეტულ ობიექტზე ნებართვის მინიჭებაც შრომის ინსპექციის მხრიდან ამავე პროგრამის მეშვეობით მოხდება.
ბექა ფერაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა იმ ტექნიკურ დეტალზე იქნება მსჯელობა რომლის მეშვეობითაც ბიზნესი პირველი თებერვლიდან ფუნქციონირების განახლებას შეძლებს.