შრი-ლანკის პრეზიდენტის მეიტრიპალა სირისინას გადაწყვეტილებით, ქვეყანაში აიკრძალება ისეთი სამოსი, რომელიც ადამიანს სახეს უფარავს. შრი-ლანკის მოსახლეობის დაახლოებით 9.7% - 22 მილიონი ადამიანი მუსლიმია. ქალების მხოლოდ მცირე ნაწილი, როგორც წესი, მთლიანად იფარავს სახეს. აკრძალვის მიზეზი ტერაქტების შემდეგ უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური გამკაცრებაა.
შრი-ლანკის მთავრობამ განაცხადა, რომ ტაძრების აფეთქების მოტივი ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმას უკავშირდება. შრი-ლანკაზე ტერაქტების სერია 21 აპრილს მოხდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმებს 359 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 39 უცხოეთის მოქალაქეა.