შრი-ლანკაში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა. ქვეყანაში მასობრივი დაკრძალვის ცერემონიალები იმართება. კვირას მომხდარი 6 თავდასხმის გამო შრი-ლანკაში გლოვაა გამოცხადებული, შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
როგორც ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, 6 თავდასხმა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ განახორციელა. მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე 40 ეჭვმიტანილი ჰყავთ დაკავებული.
შეგახსენებთ, ტერორისტები გასულ კვირას 3 ტაძარსა და 3 ფეშენებელურ სასტუმროზე დაესხნენ. აფეთქებები ტაძრებში მაშინ მოხდა, როდესაც იქ სააღდგომო წირვა მიმდინარეობდა.