შრი-ლანკაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდებონა კი 500-ს აღწევს. დაღუპულთა შორის ათობით უცხოელია. პოლიციის ცნობით, დაკავებულია 24 ადამიანი, თუმცა, ამ დრომდე უცნობია ვინ დგას მომხდარი თავდასხმების უკან.
რამდენიმე თავდასხმა ქვეყანაში ეკლესიებზე და ფეშენებელურ სასტუმროებზე კვირას განხორციელდა.
პირველი თავდასხმა ადგილობრივი დროით 8 საათსა და 45 წუთზე მოხდა. მას მალევე მოჰყვა კიდევ 5 თავდასხმა. აფეთქებები სამ ტაძარში მაშინ განხორციელდა, როდესაც იქ სააღდგომო წირვები მიმდინარეობდა. ამას თან დაერთო დედაქალაქის სამ სასტუმროში განხორციელებული აფეთქებებიც. პოლიციის წინასწარი ცნობით, რამდენიმე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.