შრი-ლანკას მთავრობამ სოციალური ქსელები, მათ შორის „ფეისბუქი“ და „უოთსაფი“ დროებით დაბლოკა. როგორც „ევრონიუსი“ იტყობინება, ამის მიზეზი მეჩეთებსა და მუსლიმების კუთვნილ ბიზნესზე თავდასხმები გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მეჩეთებსა და მუსლიმების მაღაზიებს ქვები დაუშინა. ინციდენტი ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჩილაუში მოხდა. პოლიციამ მამაკაცების ჯგუფი დააკავა, რომლებიც თავდასხმებში არიან ბრალდებული. თავდასხმების შედეგად დაზიანდა რამდენიმე მეჩეთი, მუსლიმთა სახლები და მაღაზიები. მომხდარის გამო მთელი ღამის განმავლობაში ქალაქში კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული.შეგახსენებთ, რომ ქალაქი ჩილაუ ძირითადად ქრისტიანი მოსახლეობითაა დასახლებული.