შპს "ტრანსსერვისი"ისნის ბაზრობაზე დამწვარი ჯიხურების გაწმენდასა და აღდგენას უზრუნველყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება შპს “ტრანსსერვისის” ადმინისტრაციამ, ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. აუდიენციის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთეს დაზარალებულებმაც. მათი თქმით, კომპანიამ მათ ჯიხურების აღდგენა და გარკვეული პერიოდით ქირის გადასახადისგან გათავისუფლება შესთავაზა. თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, მათი მოთხოვნები ეს არ ყოფილა. დაზარალებულები არ აკონკრეტებენ თუ რა მოთხოვნები ჰქონდათ შეხვედრაზე.