შპს "საქართველოს" დაზარალებული მეანაბრეები "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს კახა კალაძეს და მთავრობას კუთვნილი ანაბრების დაბრუნების მოთხოვნით მიმართავენ. შპს "საქართველოს" დაზარალებულმა მეანაბრეებმა მეტროსადგურ "რუსთაველიდან"კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ოფისამდე ხმაურიანი მსვლელობა მოაწყვეს და საზოგადოებას მათი პრობლემა კიდევ ერთხელ შეახსენეს.