16:07
6 ივლისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
შოტლანდიის სასამართლო - ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება შეეჩერებინა პარლამენტის მუშაობა არაკანონიერია
11-09-2019

დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება შეეჩერებინა პარლამენტის მუშაობა 5 კვირით არაკანონიერია, ამის შესაებ გადაწყვეტილება შოტლანდიის სასამართლომ მიიღო.

როგორც სასამართლოს გადწყვბეტილებაში წერია, იგეგმება ბრძანების გამოცემა, რომელიც ამ გადაწყვეტილების გაუქმებას შეეხება.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით, პარლამენტის მუშაობა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე შეჩერდა. კრიტიკოსების მოსაზრებით, ჯონსონს სურდა ბრექსითის შესახებ მუშაობისთვის ოპოზიციონერ პარლამენტარებს ნაკლები დრო ჰქონოდათ.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს. შესაძლოა, ეს მოხდეს ბრიუსელთან შეთანხმების მიღწევის გარეშე, ამიტომაც ოპოზიციონერ დეპუტატებს სურთ, რომ შეთანხმების გარეშე ბრექსითი დაბლოკონ და ევროკავშირიდან გასვლა გადაავადონ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები