შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი ალექს სალმონდი დააკავეს. ამის შესახებ ბიბისი იტყობინება. დაკავების მიზეზი უცნობია. 64 წლის სალმონდი შოტლანდიის მთავრობას შვიდი წლის მანძილზე 2014 წლამდე ხელმძღვანელობდა. იგი ასევე იყო შოტლანდიის ეროვნული პარტიის ლიდერი, მან ეს თანამდებობა გასული წლის აგვისტოში დატოვა, ვინაიდან როგორც ცნობილია, ორი თანამშრომელი ქალი სალმონდს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. თავად ალექს სალმონდი ბრალდებებს უარყოფს.