შოთა პაკელიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე "თეთრი ხმაურის მოძრაობ" და ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” პროკურატურას დღეს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს შოთა პაკელიანისთვის დაზარალებულის სტატუტის მისანიჭებლად გათვალისწინებულ სტანდარტს და არ არსებობს უარის თქმის რაიმე საფუძველი. შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს დააკავეს. ის სამართალდამცავებს ნარკოტიკის ჩადებაში, ასევე, წამებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაში ადანაშაულებს. აღნიშნულ საქმეზე ჟურნალმა ლიბერალი ვიდეომასალა გაავრცელა, რომლის საფუძველზეც ისნის მე-7 განყოფილების უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს.