ცესკო ადასტურებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი შოთა ხაბარელი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. ცესკო პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს კანონდარღვევას და შესაბამისად, დეპუტატს გაუუქმდა აკრედიტაცია. ცესკოს პრესსპიკერმა მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე სხვა დარღვევების შესახებ ინფორმაციებზეც ისაუბრა.