პარლამენტის წინ, აქცია ,,შინ ევროპისკენ” რამდენიმე წუთში დაიწყება. მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ორგანიზატორთა მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაა, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს იწურება.