შოთა არველაძეს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს – უზბეკური მედიის ცნობით, ტაშკენტის „პახტაკორის“ ქართველი მთავარი მწვრთნელის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.უზბეკეთის ახალი ამბების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არველაძე 14 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.
„აღსანიშნავია, რომ არველაძეს აქვს ასთმა და კორონავირუსს შეუძლია, გააუარესოს მისი მდგომარეობა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის სპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, – წერს გამოცემა.