ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით შოთა არველაძე "ვიტესის" მწვრთნელობის კანდიდატად განიხილება. 29 ნოემბერს, "ჰეერენვენთან" 2:3 დამარცხების შემდეგ, "ვიტესის" მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი გადააყენეს, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა და "რუბინს" ჩაუდგა სათავეში. მას შემდეგ არნემულ გუნდს დროებითი მწვრთნელი იოზეფ ოსტინგი უდგას სათავეში, მისი ხელმძღვანელობით 4-დან 3 მატჩი მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა და არაა გამორიცხული, სეზონის ბოლომდე სამუშაოზე დატოვონ. გამოცემების თანახმად მწვრთნელობის კანდიდატი რამდენიმე სპეციალისტია, მათ შორის კი ფახთაქორის ამჟამინდელი დამრიგებლის - შოთა არველაძის სახელიც ფიგურირებს.