19:14
26 იანვარი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
"შორეულ პლანეტაზე განვითარებული ფანტასტიკური ისტორია" ან "ძველმოდური თავგადასავალი ჯუნგლებში ეკოლოგიური ქვეტექსტითა და მითოლოგიური სიუჟეტების თხრობის მანერით" - ფილმი, რომელიც 2,7 მილიარდი დოლარით მსოფლიო გაქირავების ლიდერი გახდა
19-11-2021

"შორეულ პლანეტაზე განვითარებული ფანტასტიკური ისტორია" ან "ძველმოდური თავგადასავალი ჯუნგლებში ეკოლოგიური ქვეტექსტითა და მითოლოგიური სიუჟეტების თხრობის მანერით", - სწორედ ასე აღწერა ჯეიმს კამერონმა 2009 წელს დადგმული "ავატარი",  რომელიც სამართლიანად იქცა მისი შემოქმედების საუკეთესო ნამუშევრად. ფილმმა არა იმდენად ორიგინალური სიუჟეტით აღაფრთოვანა მაყურებელი, რამდენადაც შთამბეჭდავი სპეცეფექტებით და იმ არაჩვეულებრივი სამყაროთი, რომელიც დღესაც სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის შედევრად ითვლება.

"ავატარის" მოქმედება 2154 წელს ვითარდება, როცა დედამიწელებმა ძვირფასი მინერალის - ანობტანიუმის მოპოვება ალფა ცენტავრას ვარსკვლავთა სისტემის აირის პლანეტის დასახლებულ თანამგზავრზე - პანდორაზე გადაწყვიტეს და განადგურების სერიოზული საფრთხე შეუქმნეს პლანეტის ბინადრებს - ნა'ვას ტომის ადამიანისმაგვარ გონიერ არსებებს.

ფილმის შექმნა კამერონმა ჯერ კიდევ 1995 წელს ჩაიფიქრა და სცენარის პირველი, 80-გვერდიანი ვერსიაც მოამზადა, თუმცა სპეცეფექტების სირთულემ და მასშტაბურობამ, პროექტის თითქმის 15 წლით გადადება აიძულა, რადგან მიხვდა, რომ არსებული ტექნიკური და კომპიუტერული შესაძლებლობებით ვერასდროს შეძლებდა ჩანაფიქრის სრულფასოვნად განხორციელებას. ამასთანავე, ფილმის შექმნაზე კამერონი საკმაოდ სოლიდური თანხის - სულ მცირე 400 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავდა, რომლის გამოყოფა 1990-იანი წლების ბოლოს, "ტიტანიკის" შთამბეჭდავი წარმატების მიუხედავადაც ვერცერთმა მსხვილმა კინოსტუდიამ ვერ გაბედა.

AutoPlay
პრესტიჟული პრიზებისა და კომერციული წარმატების წყალობით 2017 წლის კინოსენსაციად ქცეული "ლა ლა ლენდი"
14-01-2022
"რომაული არდადეგები" - ფილმი, რომლის ისტორიასაც ამ გადაცემიდან მოისმენთ, მსოფლიო კინოს კლასიკად და ყველაზე ცნობილ რომანტიკულ ფილმადაა აღიარებული
07-01-2022
ფილმი, რომელიც ახალი წლის სიმბოლოა - "მარტო სახლში"
31-12-2021
იმედგაცრუების და არასასიამოვნო გრძნობების დასაძლევად ორი უცნობი ქალბატონი გადაწყვეტს, რომ შობას სახლები გაცვალონ და სწორედ ამ მომენტიდან მათი ცხოვრება თავდაყირა დგება - რომანტიკული კომედია "შვებულება", რომელიც ლიდერია საშობაო ფილმებში
24-12-2021
მარტინ სკორსეზეს "განდგომილები", რომელიც თანამედროვე განგსტერული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება - ფილმმა 290 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა გაქირავებაში და "ოსკარიც" მოიპოვა
17-12-2021
ჯუზეპე ტორნატორეს "საუკეთესო წინადადებით" აღფრთოვანებულმა კრიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს ფილმის ბრწყინვალე გამომსახველობას და ერთხმად აღნიშნეს ჯეფრი რაშის არაჩვეულებრივი თამაში
10-12-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები