"ეს მე არ მეხება. ის, როგორც ჩანს, სხვა პიროვნებაზე საუბრობს" - ამ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" გაკეთებულ პირველ კომენტარში. თეთრუაშვილმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ მის მიმართ გააჟღერა (ნახეთ ბრალდებები).