დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ვარაუდობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს. როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" აღნიშნა, მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში, სავარაუდოდ, მხოლოდ შორენა თეთრუაშვილზე არ არის საუბარი, რადგან "შორენა თეთრუაშვილი ტკბილს მშვენივრად მიირთმევს". აქედან გამომდინარე, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, კიდევ ვის შესაძლო მოწამვლის მცდელობაზე იყო საუბარი ბრალდებულ სასულიერო პირსა და "ციანიდის საქმის" მთავარ მოწმეს შორის.